Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს გენოციდში ადანაშაულებს


რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, კომიტეტი ფლობს მონაცემებს საქართველოს არმიის სამხედრო სარდლობის ბრძანებათა შესახებ, რომელიც შარშან აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას შეეხება. მოსკოვში დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ბასტრიკინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამოძიება ჯერჯერობით არ ფლობს ქართული არმიის უმაღლესი მთავარსარდლის უშუალო ბრძანებას, თუმცა, მის მოსაპოვებლად ყველა საჭირო ზომას მიმართავს. ბასტრიკინის განცხადებით, შარშანდელი აგვისტოს მოვლენების გამოძიება რუსეთის პროკურატურამ პრაქტიკულად დაასრულა, სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის ფაქტი დაამტკიცა და დაზარალებულად 5 ათას 315 ადამიანი სცნო.
XS
SM
MD
LG