Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: ობამა ცდება, როცა ფიქრობს, რომ პუტინი ცივი ომის კატეგორიებით აზროვნებს


ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდება, როცა ფიქრობს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ ცივი ომის კატეგორიებით აზროვნებს. დმიტრი პესკოვმა რწმენა გამოთქვა, რომ ობამას აზრი პუტინზე შეიცვლება, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან მომავალ კვირაში. კრემლის რეაქცია მოჰყვა ობამას გამონათქვამს გუშინ “ასოშიეიტიდ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ესმის ცივი ომის დროინდელ დასპირისპირებაზე უარის თქმის აუცილებლობა, მაგრამ “პუტინი ცალი ფეხით საქმიანობის ჯერ კიდევ ძველ გზა ადგას”. ობამა მოსკოვში მომავალ კვირაში ჩავა.
XS
SM
MD
LG