Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი შეშფოთებულია ირანში მისი საელჩოს თანამშრომლების სასამართლოს გამო


ბრიტანეთმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია და ცდილობს გაერკვეს ცნობებში, რომ თეირანში ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ თანამშრომლებს გაასამართლებენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყვა ირანის გუშაგთა საბჭოს თავმჯდომარის ნათქვამს, რომ ბრიტანეთის საელჩოს ზოგიერთ თანამშრმომელს, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ არჩევნების შემდგომ ძალადობაში როლის თამაშისთვის, გაასამართლებენ. აჰმად ჯანათიმ თქვა, რომ ბრიტანეთის საელჩო გარეული იყო არეულობაში და ამ თანამშრომლებმა აღიარეს დანაშაული. ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 9 დაკავებულიდან 7, გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG