Accessibility links

logo-print

ნობელიანტი მშვიდობის დარგში გაეროს მოუწოდებს ირანში თავისი უფლებადამცავი გააგზავნოს


მშვიდობის დარგში ნობელის ირანელმა ლაურეატმა, შირინ ებადიმ მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს, დანიშნოს პირადი წარმომადგენელი, რომელიც სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს გამოიძიებს ირანში. წერილს, ამ თხოვნით, ხელი, ებადისთან ერთად მოეწერეს ადამიანის უფლებების სართაშორისო ფედერაციამ და უფლებების დაცვის ირანის ლიგამ. გაეროს გენერალურმა მდივანმა, სხვათა შორის, დაგმო ირანის უშიშროების ძალების ქმედება დემონსტრანტების წინააღმდეგ ირანში, არჩევნების, 12 ივნისის შემდეგ.
XS
SM
MD
LG