Accessibility links

logo-print

ეუთო მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში ნაცისტებს და საბჭოთა კავშირს თანაბარ როლს აკისრებს


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, ნაცისტურ გერმანიას და საბჭოთა კავშირს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში თანაბარი როლი ეკისრებათ. ცნობით, რეზოლუციაში მოწოდებაა გამოთქმული, 23 აგვისტო გამოცხადდეს სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. 1939 წლის ამ დღეს, ორმა ტოტალიტარულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა გარიგებას, რომლის თანახმად, აღმოსავლეთი ევროპა გაიყვეს. ეუთოს რეზოლუცია გავიდა რუსეთის კრიტიკის მიუხედავად. მოსკოვი დასავლეთს ადანაშაულებს ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობასა და ნაციზმთან ბრძოლაში საბჭოთა ხალხის მიერ გაღებული მსხვერლის დაკნინებაში.
XS
SM
MD
LG