Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, ნუ “გაამძაფრებს დაძაბულობას”


აშშ-მა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, ნუ “გაამძაფრებს დაძაბულობას” მას მერე, რაც პხენიანმა დღეს შვიდი რაკეტა გამოსცადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარლ დაკუორთმა კომუნისტური ქვეყნის ქმედებაზე თქვა, რომ ის “არავის ეხმარება” და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო, ამის ნაცვლად, ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებას უნდა ესწრაფვოს. ბრიტანეთმა დაგმო რაკეტების გამოცდა და მას “პროვოკაცია” უწოდა. აქტი დაგმეს იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. რუსეთმა და ჩინეთმა მოუწოდეს ყველას სიმშვიდისკენ.
სამხედრო ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით გაშვებული რაკეტები „სკადის“ ტიპისაა, რომელიც ახლო მანძილის კატეგორიას განეკუთვნება. იაპონიამ დაგმო კსდრ-ის ნაბიჯი და მას „მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სერიზული პროვოკაცია“ უწოდა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, დაუპირისპირდეს ჩრდილოეთიდან მომავალ ნებისმიერ საფრთხესა თუ პროვოკაციას. ხუთშაბათს ფხენიანმა ქვეყნის აღმოსავლეთი სანაპიროდან ოთხი მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა, რითაც რეგიონის ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია. ამას წინ უძღოდა ბირთვული გამოცდა მიმდინარე წლის მაისში.
XS
SM
MD
LG