Accessibility links

logo-print

სარა პეილინი ალასკის გუბერნატორობიდან გადადგომას აპირებს


აშშ-ის ალასკის შტატის გუბერნატორმა სარა პეილინმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე თვეში გადადგება თანამდებობიდან და აღარ იყრის კენჭს გუბერნატორის მომავალ არჩევნებში, რომელიც გაისად გაიმართება. პეილინს, რომელიც შარშან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, ჯონ მაკკეინის თანაგუნდელი და პოტენციური ვიცე-პრეზიდენტი იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, რას აპირებს გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ. მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ სარა პეილინი კვლავ გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე წელიწადში, რათა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეტოქეობა გაუწიოს 2012 წლის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG