Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ მილიბენდი ირანისგან ახსნა-განმარტებას ელის


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი ახსნა-განმარტებას ელის ირანისგან მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლებს სასამართლო ელით ქვეყანაში მოწყობილი საპროტესტო აქციების „წაქეზებისთვის“. მილიბენდმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საელჩოს ირანელ თანამშრომელთა დაკავების გამო და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი არავითარ უკანონო საქმიანობას არ ეწეოდნენ. ევროპის კავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ ირანის ელჩები დაიბარა და მათი პირით თეირანის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლები.
XS
SM
MD
LG