Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში შვიდი ჩეჩენი მილიციელი მოკლეს


ჩეჩნეთის მილიციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა მეზობელ ინგუშეთში, სადაც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მილიციელების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირებმა. ამავე ცნობების თანახმად, ჩეჩენი მილიციელები ინგუშეთში ჩავიდნენ, რათა თავიანთ იქაურ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ სპეცოპერაციაში. ინგუშეთში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 22 ივნისს თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი.
XS
SM
MD
LG