Accessibility links

logo-print

ბან კი მუნმა უარი მიიღო თხოვნაზე, შეხვედროდა მიანმარის ოპოზიციის ლიდერს


მიანმარის სამხედრო მთავრობის თავმჯდომარემ ტან შუემ უარი უთხრა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს თხოვნაზე, შეხვედროდა დემოკრატიული ოპოზიციის ცნობილ ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს აუნ სან სუ ჩის. ბან კი მუნმა განაცხადა, რომ „ღრმად გაწბილებულია“ მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო. გაეროს გენერალური მდივანი დღეს მეორედ შეხვდა მიანმარის სამხედრო რეჟიმის მეთაურს. ამ ქვეყანაში ბან კი მუნის ორდღიანი ვიზიტის მიზანი იყო, მთავრობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე დაეყოლიებინა.
XS
SM
MD
LG