Accessibility links

logo-print

ირანში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს ბრალდება წაუყენეს


თეირანში ბრიტანეთის საელჩოს ირანელ თანამშრომელს, მისი ვექილის თანახმად, ბრალდებად წაუყენეს “სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ ქმედება”. ვექილის, აბდოლსამად ხორაშმის თქმით, ჰოსეინ რასამი, საელჩოს პოლიტიკური ანალიტიკოსი, ევინის ციხეშია და მალე წარდგება სასამართლოს წინაშე. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი ახსნა-განმარტებას ელის ირანისგან მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლებს სასამართლო ელით ქვეყანაში მოწყობილი საპროტესტო აქციების „წაქეზებისთვის“. მილიბენდმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საელჩოს ირანელ თანამშრომელთა დაკავების გამო და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი არავითარ უკანონო საქმიანობას არ ეწეოდნენ. ევროპის კავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ ირანის ელჩები დაიბარა და მათი პირით თეირანის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლები.
XS
SM
MD
LG