Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა დაასრულა ვიზიტი მიანმარში


გაეროს გენერალურმა მდივანმა დაასრულა თავისი ხანმოკლე ვიზიტი მიანმარში, სადაც, მას, სამხედრო მთავრობის თავმჯდომარემ ტან შუემ უარი უთხრა გ თხოვნაზე, შეხვედროდა დემოკრატიული ოპოზიციის ცნობილ ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს აუნ სან სუ ჩის.
ბან კი მუნმა განაცხადა, რომ „ღრმად გაწბილებულია“ მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო. გაეროს გენერალური მდივანი დღეს მეორედ შეხვდა მიანმარის სამხედრო რეჟიმის მეთაურს. ამ ქვეყანაში ბან კი მუნის ორდღიანი ვიზიტის მიზანი იყო, მთავრობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე დაეყოლიებინა.
XS
SM
MD
LG