Accessibility links

მკაცრი ხაზის მომხრე გავლენიანმა პირმა ირანის ოპოზიციონერ კანდიდატს აშშ-ის ჯაშუში უწოდა


ირანის უზენაესი ლიდერის მაღალი რანგის მრჩეველმა, ირანის მთავარ ოპოზიონერს, მირ ჰოსეინ მუსავის, აშშ-ის ჯაშუში უწოდა. მკაცრი კურსის ცნობილი მომხრე ჰოსეინ შარიათამადარი ამის შესახებ წერს გაზეთ “კაიაჰარში” . მისივე მოსაზრებით, მუსავი და ყოფილი პრეზიდენტი, ასევე რეფორმისტი, ხათამი, სასამარლოს წინაშე უნდა წარდგნენ ამასწინანდელი საპროტესტო გამოსვლების გამო. შარიათამადარს თანამდებობა არ აქვს, მაგრამ აიათოლა ალი ხამენეისთან არის დაახლოებული.
XS
SM
MD
LG