Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ინტერვიუ მისცა "ნოვაია გაზეტას"


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ის მხარს უჭერს თავისი რუსი კოლეგის დმიტრი მედვედევის საჯარო განცხადებებს, რომ აუცილებელია რუსეთში კანონის განმტკიცება, სასამართლო სისტემის გაწმენდა და უფრო თავისუფალი საზოგადოების შექმნა. ამის შესახებ ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსეთის ოპოზიციურ გამოცემა „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. რეიტერის სააგენტოს თანახმად, ამავე ინტერვიუში ობამამ აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს ადამიანის უფლებათა სფეროში თავისი პოლიტიკის შერბილებას იმისთვის, რათა მოსკოვთან უკეთესი ურთვიერთობა დაამყაროს. ორშაბათს ბარაკ ობამა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოსკოვს.
XS
SM
MD
LG