Accessibility links

რავსანჯანი უარყოფს ხმებს, თითქოს ირანში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს


ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აკბარ ჰაშემი რავსანჯანიმ უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი შედეგებით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს. აღნიშნა რა, რომ კენჭისყრის შედეგების გარშემო წარმოშობილმა დაპირისპირებამ ირანელ ხალხში გაწბილება და უკმაყოფილება გამოიწვია, რავსანაჯანიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება. მიღებული ცნობების თანახმად, შაბათს რავსანჯანი შეხვდა საპროტესტო აქციების იმ მონაწილეთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ხელისუფლებამ დააპატიმრა. დემონსტრაციების მონაწილეთა აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომლის თანახმად კენჭისყრაში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა.
XS
SM
MD
LG