Accessibility links

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


ბულგარეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ბულგარეთი ევროპის კავშირში გაწევრიანდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს პრემიერ-მინისტრ სერგეი სტანიშევის მმართველ კოალიციას, რომლის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო კორუფციასთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალისა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების გამო. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ წარმატების საუკეთესო შანსი აქვს სოფიის მერის, ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, მან იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება კოალიციური პარტნიორის გარეშე მოახერხოს.
XS
SM
MD
LG