Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოიტაცეს გაეროსთვის მომუშავე 16 ადგილობრივი პირი


აღმოსავლეთ ავღანეთში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს 16 ავღანელი, რომლებიც გაეროს ეგიდით მომუშავე გამნაღმმველ ჯგუფთან თანამშრომლობს. ადგილობრივი პოლიციის თანახმად, გამნაღმმველები ხოსტიდან პაქტიაში მიემგზავრებოდნენ, როცა მათ თავს დაესხნენ და მოიტაცეს. მოტაცებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ბოლო ხანს ავღანეთში საგრძნობლად გახშირდა თალიბანის მეამბოხეების მხრიდან თავდასხმებისა და მოტაცების ფაქტები.
XS
SM
MD
LG