Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის მტკიცებით, ირანში დაკავებულ პირთა უმრავლესობა გაათავისუფლეს


ირანის პოლიციის უფროსის, ისმაილ აჰმადი მოღადამის განცხადებით, საპროტესტო აქციების დაპატიმრებულ მონაწილეთა უმრავლესობა გათავისუფლებულ იქნა. როგორც მოღადამმა განაცხადა, არჩევნებისშემდგომი აქციების შედეგად დააკავეს 1032 პირი, რომელთა ორი მესამედი უკვე გათავისუფლებულია. პოლიციის უფროსის ეს სიტყვები ირნას ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავს. 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს ირანში მოჰყვა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კენჭისყრის შედეგების გაყალბების გამო. აქციების დროს მომხდარ შეტაკებებში 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG