Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის თანახმად, ირანი გაათავისუფლებს საელჩოს ერთ თანამშრომელს


თეირანში ბრიტანეთის საელჩოს დაკავებული თანამშრომლებიდან ერთს, ირანის ხელისუფლება დღეს გაათავისუფლებს. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ მილიბენდმა. ირანმა დააკავა საელჩოს ცხრა ადგილობრივი თანამშრომელი, რომლებსაც ბრალად დასდეს არჩევნების სადავო შედეგების გამო მოწყობილი დემონსტრაციების წაქეზება. მოგვიანებით შვიდი მათგანი გაუშვეს. მილიბენდმა “ბი-ბი-სის” უთხრა, რომ ელჩს აუწყეს, გასამართლების და ბრალდებს გარეშე რვა პირის განთავისუფლების შესახებ. მილიბენდი ახლა თავის ირანელ კოლეგას უნდა ესაუბროს საპატიმროში დარჩენილი თანამშრომლის სტატუსის შესახებ.
XS
SM
MD
LG