Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ არ უკარნახებს ისრაელს ირანის მიმართ ქმედებებს


ჯოზეფ ბაიდენმა ირანის ბირთვული მუქარის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედების შესახებ თქვა, რომ აშშ-ს არ შეუძლია სხვა სუვერენულ ქვეყანას უთხრას, რა უნდა გააკეთოს და რა, არა. “ეი-ბი-სის” ბაიდენმა განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მის ინტერესებში, როგორ მოექცეს ირანს ან, სხვა ქვეყანას. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მთავრობამ თავიდან სათანადოდ არ შეაფასა ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ არასწორედ შევაფასეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ეკონომიკა, რომელიც გვერგო მემკვიდრეობითო, თქვა მან.
XS
SM
MD
LG