Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სელაია ჰონდურასში დაბრუნებას მაინც აპირებს


ჰონდურასის, ქვეყნიდან გაძევებულმა პრეზიდენტმა, მანუელ სელაიამ გამოაცხადა, რომ ის სამშობლოში დაბრუნდება, თავისი პოსტის კვლავ დასაბრუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა მთავრობამ, ჰონდურასში, განაცხადა, რომ არ მისცემს სელაიას თვითმფრინავს დაჯდომის საშუალებას. სელაიამ განაცხადა, რომ მასთან ერთად თვითმფრინავში იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე, მიგელ დესკოტო ბროკმანი. სელაია სამხედრო გატატრიალების შემდეგ გააძევეს ქვეყნიდან. ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციამ თავისი რიგებიდან გარიცხა ჰონდურასი ამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებისა და პრეზიდენტის განდევნის გამო.
XS
SM
MD
LG