Accessibility links

logo-print

საქართველოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სტუმრობს


თბილისს ეწვია კოსტრომისა და გალიჩის ეპარქიის დელეგაცია, რომელსაც არქიეპისკოპოსი ალექსანდრე ხელმძღვანელობს. დღეს არქიეპისკოპოსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიღებს. შემდეგ კი დელეგაცია ბოდბესა და სიღნაღში გაემგზავრება. ვიზიტის მიზანია კოსტრომისა და გალიჩის და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება. კოსტრომისა და გალიჩის ეპარქიის დელეგაცია საქართველოში 8 ივლისამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG