Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი ლიტვაში გაემგზავრა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა ვილნიუსში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ლიტვის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის პრეზიდენტი ვალდას ზატლერსი, დანიის დედოფალი მარგარეტ მეორე, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ მეთექვსმეტე და დედოფალი სილვია. ლიტვის ათასწლეულს საქართველოში ლიტვის საელჩოც აღნიშნავს, სათვისტომოსთან ერთად. ზეიმი თბილისში, ვილნიუსის სკვერში გაიმართება. შესრულდება ლიტვის სახელმწიფო ჰიმნიც.
XS
SM
MD
LG