Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩინეთის სინიანის პროვინციაში ამბოხების შედეგად


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ცნობით, 140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სინიანის პროვინციაში, სადაც უიგურთა უმცირესობის წარმომადგენლებმა ამბოხება მოაწყეს. სააგენტოს თანახმად, მეამბოხეები თავს ესხმოდნენ გამვლელებს, ამტვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, შეუტიეს პოლიციელებსაც. დაპატიმრებულია რამდენიმე ასეული პირი. ჩინეთის ხელისუფლება ამბოხისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს ემიგრაციაში მცხოვრებ უიგურთა ჯგუფებს, რომლებიც პეკინისგან დამოუკიდებლობას მოითხოვენ. შვეციაში მოქმედი მსოფლიოს უიგურთა კონგრესი პეკინის ამ ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG