Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლელმა მოიერიშემ ორი სამოქალაქო პირი მოკლა


სამხრეთ ავღანეთში, ყანდაარის სამხედრო აეროპორტის შესასვლელთან მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი, ხოლო კიდევ რვა კაცი დაიჭრა. აფეთქება დანაღმულ ავტომანქანაში მჯდომმა თვითმკვლელმა მოაწყო. მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში ნატოს ამერიკელი და ბრიტანელი მოსამსახურეები ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ თალიბანის წინააღმდეგ. შაბათ-კვირას მეამბოხეებმა სამი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG