Accessibility links

logo-print

მოსკოვი და ვაშინგტონი თავიანთი ბირთვული არსენალის შემცირებას აპირებენ


მოსკოვიდან მიღებული ცნობების თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებმა შეათანხმეს ტექსტი დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც ეს ქვეყნები თავიანთი ბირთვული არსენალის მოცულობას შეამცირებენ. ამ ცნობის გავრცელება წინ უძღვის აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტს მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან ობამას მოლაპარაკების ერთ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ შეიარაღების შემცირება უნდა იყოს. ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განმარტა, რომ ვიდრე დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდებოდეს, ის ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უნდა მოიწონონ.
XS
SM
MD
LG