Accessibility links

logo-print

საქართველოში ევროკავშირის „სამეულის“ ვიზიტი იგეგმება


ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში თომას ბერტელმანმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტმა საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების განახლების მხრივ, შესაძლოა, რაღაც შედეგი გამოიღოს. შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოსკოვში დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე თომას ბერტელმანმა რუსეთის წინააღმდეგობის შედეგად საქართველოში გაეროს და ეუთოს მანდატების შეწყვეტის გამო სინანული გამოთქვა. ამასთან, ბერტელმანმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის მისია, რომლის შემდგომ მუშაობაზე მსჯელობა გაგრძელდება. ამ მიზნით, უახლოეს ხანში ევროკავშირის ე.წ. სამეული საქართველოში ჩამოვა
XS
SM
MD
LG