Accessibility links

მოსკოვში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს მოსკოვში დაიწყო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე ობამამ თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს მეტ საკითხში აქვთ თანხმობა, ვიდრე აზრთა სხვადასხვაობა. მისივე თქმით, თუ ამ დღეებში პრეზიდენტები ბევრს იმუშავებენ, მიაღწევენ “განსაკუთრებულ წინსვლას”. მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის “რთულ გვერდებს” დახურავს.
XS
SM
MD
LG