Accessibility links

ობამამ და მედვედევმა ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას ბირთვული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულების შესახებ. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შეცვალოს 1991 წელს დადებული სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულება. აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, შეამცირონ არსებული რაოდენობა ბირთვული ქობინებისა 1500-1675-მდე. ამავე შეთანხმებით, შემცირდება მათი მატარებლების რაოდენობა 500-1100 მდე. ახლანდელი ლიმიტი 1600-ია.
ბარაკ ობამამ თქვა, რომ შემცირებული რაოდენობა მესამედია არსებულისა. მისივე თანახმად, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება წელს იქნება მზად. რუსეთის პრეზიდენტმა იქვე განაცხადა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მხრივ აზრთა სხდასხვაობა რჩება.
ორი პრეზიდენტი სათავეში ჩაუდგება ორმხრივ კომისიას, ენერგეტიკის, ტერორიზმთან და ნარკოტიკების ტრანსპორტთან ბრძოლის,ასევე ბიზნესის და სამეცნიერო კავშირების გაფართოების შესახებ.
რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა გასცა აშშ-ის ჯარის და იარაღის ავღანეთში გადასატანად. აშშ-მა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რომელიც შარშან საქართველოში კონფლიქტის გამო შეწყდა. ბარაკ ობამამ მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას პატივი უნდა სცენ.
XS
SM
MD
LG