Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასში საპროტესტო გამოსვლისას ერთი პირი მოკლეს


ჰონდურასის დედაქალაქში, ტეგუსიგალპაში, სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა, პროტესტის მონაწილეთა და ჯარის შეტაკების შედეგად. შეტაკება მოხდა აეროპორტში, სადაც ხალხი მოითხოვდა, სამხედრო გადატრიალების შედეგად განდევნილი პრეზიდენტის, მანუელ სელაიას დაბრუნებას. სელაიამ, ემიგრაციიდან მიმართა ჯარს კვლავ მხარი დაუჭიროს მას. დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ თუკი ის დაბრუნდება, დააპატიმრებს. სელაიას თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად ჰონდურასში უნდა ჩაფრენილიყო, ნიკარაგუაში დაჯდა.
XS
SM
MD
LG