Accessibility links

logo-print

ობამამ და მედვედევმა საქართველოზეც იმსჯელეს


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. როგორც ობამამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე დისკუსია გულახდილად წარიმართა. „მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლილანობას პატივი უნდა ვცეთ“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. „და განვაგრძობთ რა საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით უთანხმოებების დაძლევაზე მუშაობას, შევთანხმდით, რომ არავის ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფლიქტის განახლება.“ თეთრი სახლის მესვეურმა დასძინა, რომ ყოველგვარი უთანხმოებები გულახდილი საუბრის გზით, მშვიდობიანად და კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG