Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორშაბათს 7 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა


ორშაბათს ავღანეთში 7 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ოთხი მათგანი - ამერიკელი სამხედრო მწვრთნელები იყვნენ და მათზე თავდასხმა გზაზე მოხდა, ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია კუნდუზში. კიდევ ორი სამხედრო ასევე გზაზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა. ერთი ჯარისკაცი კი ორშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთში მეამბოხეებთან შეტაკებისას მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG