Accessibility links

logo-print

ისრაელმა აშშ კონგრესის ყოფილი წევრი გაათავისუფლა


ისრაელმა აშშ კონგრესის ყოფილ წევრს სინთია მაკკინის სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. მაკკინი კიდევ 20 აქტივისტთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს გემის გემბანზე, რომლითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეეტანათ. ისრაელმა გემი არ შეუშვა ღაზის სანაპირო წყლებში იმის გამო, რომ იქ ბლოკადის რეჟიმი მოქმედებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხების გამომძიებელი რიჩარდ ფოლკი ისრაელის მოქმედებას უკანონოს უწოდებს.
XS
SM
MD
LG