Accessibility links

logo-print

ხორვატიას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა ქალ კანდიდატს იადრანკა კოსორს. ის ხორვატიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. კოსორი ცვლის ივო სანადერს, რომელიც გასულ კვირაში მოულოდნელად გადადგა. კოსორი ხორვატიის ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოყვანისა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების აღდგენის დაპირებით გამოდის.
XS
SM
MD
LG