Accessibility links

ჩინეთში მომხდარი შეტაკებებისას 156 ადამიანი დაიღუპა


ჩინეთის მუსულმანებით დასახლებულ რეგიონ ქსინიანგში საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე უიღურსა (უიღურები ჩინეთში და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობენ) და ჩინეთის საგანგებო დანიშნულების რაზმებს შორის შეტაკება მოხდა. ორი დღეა ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული არეულობის გამო 156 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა. ჩინეთის პოლიციამ 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ადგილობრივი ლიდერი აცხადებს, რომ არეულობა ჩაწყნარდა, თუმცა, დაპირისპირება აღმოფხვრილი არ არის. ჩინეთის ამ რეგიონში გათიშულია მობილური სატელეფონო კავშირი და შეზღუდულია ინტერნეტის მუშაობა.
XS
SM
MD
LG