Accessibility links

საქართველომ გლუხოვის ექსტრადიციაზე რუსეთს უარი უთხრა


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ალექსანდრ გლუხოვის ექსტრადიციის შესახებ. 16 ივნისს მიღებული ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ ოფიციალურად დღეს გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გლუხოვს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, ჟენევის კონვენციით კი - ქვეყანა ვალდებულია პიროვნება არ გადასცეს სახელმწიფოს, სადაც მას რაიმე ნიშნით დევნა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ გლუხოვმა, რომელსაც რუსეთის პროკურატურა დეზერტირობაში ადანაშაულებს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ნაწილი იანვრის ბოლოს დატოვა და მიზეზად გაუსაძლისი პირობები დაასახელა. ამჟამად საქართველოში ლტოლვილობის მაძიებლის სტატუსი აქვს კიდევ ერთ რუს ჯარისკაცს დიმიტრი არტემიევს, რომელიც იმავე მიზეზით, საჩხერის რაიონის ოკუპირებული სოფლიდან, პერევიდან გაიქცა
XS
SM
MD
LG