Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერა დღეს კვლავ გამოუცხადა. მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლისას ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპი მსოფლიო წესრიგის საფუძველი უნდა იყოს, ისევე როგორც ქვეყნების მიერ საკუთარი ლიდერების არჩევა, მტკიცე საზღვრები და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. საზღვრების გამო მსგავს უფლებაზე უარის თქმა ანარქიას გამოიწვევს და ეს ყოველივე რათქმა უნდა, შეეხება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც საქართველო და უკრაინაა - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რომელიმე სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების რაიმე სისტემას აშშ თავს არასდროს მოახვევს.
XS
SM
MD
LG