Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: აშშ და რუსეთს არ აქვს განზრახული, იყვნენ დაპირისპირებული


დღეს მოსკოვში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს და რუსეთს არ აქვს განზრახული, იყვნენ დაპირისპირებული. მოსკოვის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვაში, მან თქვა, რომ აშშ-ს სურს “ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული რუსეთი”. მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას საერთო ინტერსები აქვთ და მოწოდება გამოთქვა, გაფართოვდეს დიალოგი და თანამშრომლობა, ჩრდილოეთი კორეის და ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო მსჯელობის ჩათვლით. ობამამ მოსკოვში მოწოდება გამოთქვა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ფასეულობებისკენ, რადგან, მისივე თქმით, ისინი მორალურია და მუშაობს.
XS
SM
MD
LG