Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინიანის პროვინციაში ჩინეთმა კომენდანტის საათი დააწესა


ჩინეთის მთავრობამ, ამ ქვეყნის პროვინცია სინიანის დედაქალაქ ურუმჩიში, კომენდანტის საათი დააწესა. ქალაქში არეულობისას 156 ადამიანი დაიხოცა, 800 დაშავდა. კომენდანტის საათის დაწესება, რომელიც ადგილობრივი დროით, დღეს 21 საათიდან, ოთხშაბათს 8 საათამდე იმოქმედებს, მოჰყვა დაძაბულობის ზრდას ეთნიკურ ჯგუფს, ხანებს და იუღურებს, თურქულენოვან მაჰმადიანურ ეთნოსს შორის. გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესმა კომისარმა, რუპერ კოლვილმა განგაში გამოხატა ჩინეთის სინიანის პროვინციაში დაღუპულთა დიდი რაოდენობის გამო. მანვე მოუწოდა ჩინეთის ხელისუფალთ, თავშეკავებით იმოქმედონ.
დღეს, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ხანების საპროტესტო გამოსვლის ასეულობით მონაწილის მიმართ.
XS
SM
MD
LG