Accessibility links

logo-print

ისრაელმა გათავისუფლა დაპატიმრებული, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი ქალი


ისრაელმა ნება დართო აშშ-ის ყოფილ კონგრესმენ ქალს, დაბრუნდეს სამშობლოში. სინთია მაკკინი სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს, როცა მათ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, გემით, შეჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელს კვლავ დაკავებული ჰყავს სხვა 20 აქტივისტი. ისრაელმა შეაჩერა გემი ღაზის მიდებარე წყლებში, რადგან იქ საზღვაო ბლოკადა მოქმედებს. გაეროს ადამიანის უფლებათა წარმომადგნელმა, რიჩარდ ფოლკმა, ისრაელის მიერ გემის დაკავებას “უკანონო” უწოდა.
XS
SM
MD
LG