Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


მოსკოვში გაიმართა ბარაკ ობამას შეხვედრა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებთან. როგორც ”რადიო თავისუფლების” რუსულ სამსახურს დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ვლადიმირ რიჟკოვმა უთხრა, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრობლემები. კერძოდ, საუბარი შეეხო იუკოსის საქმეს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, თავისუფალი არჩევნების არარსებობას. ბარაკ ობამას რუსეთის პოლიტპატიმრების სიაც წარუდგინეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვლადიმირ რიჟკოვი, მოძრაობა ”სოლიდარობის” ლიდერები ბორის ნემცოვი და გარი კასპაროვი, მემარჯვენე ძალთა კავშირის თანათავმჯდომარე, ლეონიდ გოზმანი, ”იაბლოკოს” ხელმძღვანელი სერგეი მიტროხინი, კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, ადვოკატი ელენა ლუკიანოვა, ასევე ”სამართლიანი რუსეთის” წარმომადგენლები, ილია პონომარიოვი და ელენა მიზულინა.

XS
SM
MD
LG