Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ბაიდენმა ერაყის ლიდერებს მოუწოდა, გამოძებნონ მორიგების გზა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ვაშინგტონში მიიღო ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი და ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მასუდ ბარზანი. ბაიდენმა ერაყელ სტუმრებს უთხრა, რომ აუცილებელია, გამოიძებნოს პოლიტიკური მორიგების გზა, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას. მანამდე ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ალი ალ დაბაღმა განაცხადა, რომ ერაყს არ სჭირდება შერიგების პროცესში გარეშე ძალების ჩარევა. დაბაღის თქმით, ეს მხოლოდ კიდევ უფრო ართულებს საქმეს.
XS
SM
MD
LG