Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმირალ მალენის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი მალე უნდა მოგვარდეს


აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ მალენის განცხადებით, აუცილებელია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა მანამ მოგვარდეს, ვიდრე ეს ქვეყანა ატომურ იარაღს შექმნიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმირალ მალენის თქმით, ისრაელს ან შეერთებულ შტატებს ამ პროგრამის შესაჩერებლად, შესაძლოა, ძალის გამოყენება დასჭირდეთ. გასულ კვირაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა იუკია ამანომ განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე აშკარა საბუთს იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს.
XS
SM
MD
LG