Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში იწყება „დიდი რვიანის“ სამიტი


დღეს იტალიაში „დიდი რვიანის“ სამიტი იწყება. სამიტი ტარდება ქალაქ აკვილაში, სადაც აპრილში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების გზებია. სამიტის გახსნის წინა დღეს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ფორუმის მონაწილეებს მოუწოდა, საფინანსო სისტემაში მკაცრი კანონები შემოიღონ. ხუთშაბათს სამიტის მონაწილეებს შეუერთდებიან მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები: ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი. გავრცელებული ცნობებით, ისინი აპირებენ მხარი დაუჭირონ „დიდი რვიანის“ წევრის - რუსეთის - წინადადებას, შემოღებულ იქნეს ახალი საერთაშორისო სარეზერვო ვალუტა, რომელიც ამერიკულ დოლარს შეცვლიდა. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო იტალიას ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება. სამიტში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება განაპირობა მღელვარებამ სინიანის პროვინციაში, სადაც უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარმა შეტაკებებმა, ოფიციალური მონაცემებით, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG