Accessibility links

8 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო მურთაზ ზოდელავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მან ისაუბრა მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებითაც ახალი რეგულაციები წესდება მანიფესტაციებისა და შეკრებების, აგრეთვე სამართალდამცავთა მოქმედებაში. ზოდელავა არის ერთ-ერთი ინიციატორი და თანაავტორი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტისა კანონებში: ”მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ”, ”პოლიციის შესახებ” და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 7 ივლისს ამ ცვლილებების პირველი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. ზოდელავა განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მან და დანარჩენმა სამმა ავტორმა საჭიროდ ჩათვალეს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა.
XS
SM
MD
LG