Accessibility links

ბარაკ ობამამ რუსეთში ვიზიტი დაასრულა


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს დილით მოსკოვიდან იტალიაში, ქალაქ აკვილაში გაემგზავრა, სადაც „დიდი რვიანის” სამიტში მიიღებს მონაწილოებას.

ობამა ასაფრენ ბილიკამდე მიაცილეს რუსეთის ელჩმა აშშ-ში სერგეი კისლიაკმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა სერგეი რიაბკოვმა და ალექსანდ გრუშკომ და რუსეთში ამერიკის ელჩმა ჯონ ბაიერლიმ.

რუსეთში ვიზიტის ფარგლებში ობამა ორჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ პუტინთან და სიტყვით გამოვიდა რუსულ ეკონომიკურ სკოლაში.ის ასევე ესაუბრა ოპოზიციის წარმომადგენლებს და საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებისა და ავღანეთში სამხედრო ტვირთების შესახებ.

XS
SM
MD
LG