Accessibility links

logo-print

თბილისი უარყოფს სოხუმის ბრალდებას


სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისმა აფხაზეთში უპილოტო მზვერავი აპარატების ფრენა განაახლა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით აფხაზმა მესაზღვრეებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გალის და ამდენივე ტყვარჩელის რაიონში დააფიქსირეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და პროვოკაციად შეაფასა.
XS
SM
MD
LG