Accessibility links

logo-print

ჩინეთის სინიანის ავტონომიურ ოლქში კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა


ვითარება ქალაქ ურუმჩიში - ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინიანის ავტონომიური ოლქის დედაქალაქში - კვლავინდებურად დაძაბულია. მიღებული ცნობების თანახმად, ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს. ქალაქში შემოღებულია კომენდანტის საათი. ბოლო ინფორმაციით, უიღურთა და ჩინელთა თემებს შორის მიმხდარ შეტაკებებში დაიღუპა 156 ადამიანი, ხოლო დაშავდა - ათასზე მეტი. 1500-მდე პირი დაკავებულ იქნა. ჩინეთის ხელისუფლება არეულობის მოწყობაში უიღურ სეპარატისტებს ადანაშაულებს. ურუმჩიში, სამხედროების წინაშე გამოსვლისას, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მენგ ჟიანჟუმ განაცხადა: “ყველამ იცით, რომ ეს ინციდენტი მათ მოაწყვეს, ვისაც სურს გააღვივოს კონფლიქტი, რომლის ფესვები პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ." მინისტრის თქმით, სეპარატისტების ეს დაპირისპირება სეპარატიზმის მოწინააღმდეგე ძალებთან პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია.
XS
SM
MD
LG