Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდია 2 ოქტომბერს ჩაატარებს რეფერენდუმს ლისაბონის ხელშეკრულებაზე


ირლანდიამ დღეს გამოაცხადა, რომ 2 ოქტომბერს გაიმართება მორიგი რეფერენდუმი ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა გამოთქვა რწმენა, რომ ირლანდიელები ამჯერად მხარს დაუჭერენ ლისაბონის ხელშეკრულებას მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ ირლანდია ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, ისევე როგორც გადასახადებისა და აბორტის შესახებ კანონების განსაზღვრის უფლებას. ირლანდიელებმა შარშან გამართულ რეფერენდუმზე უარყვეს ლისაბონის ხელშეკრულება.
XS
SM
MD
LG