Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს სამი თვის ვადას მისცემენ


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, „დიდი რვიანის“ წევრი ქვეყნების ლიდერები სამი თვის ვადას მისცემენ ირანს, წინსვლას მიაღწიოს მოლაპარაკებებში ბირთვული იარაღის პროგრამის გარშემო. თუ ეს სექტემბრამდე არ მოხდა, მსოფლიოს ლიდერები ვითარებას „დიდი ოცეულის“ სამიტზე განიხილავენ. ამის თაობაზე სარკოზიმ იტალიის ქალაქ აკვილაში, „დიდი რვიანის“ შეხვედრაზე ისაუბრა. იქვე ითქვა ისიც, რომ შეხვედრის მონაწილეები შეშფოთებული არიან ირანის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებით 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG